logo
ENG

მდინარაძე: ნუ გამოვიყვანთ ისე, თითქოს გახარია "ოცნებისგან" გამიჯნულად აკეთებს განცხადებებს

01 თებ 202117:25
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძე: ნუ გამოვიყვანთ ისე, თითქოს გახარია "ოცნებისგან" გამიჯნულად აკეთებს განცხადებებს

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ქართულ ოცნებას და გიორგი გახარიას დავითგარეჯთან დაკავშირებით საერთო პათოსი აქვთ. 

მდინარაძემ კომენტარი პრემიერმინისტრის დღევანდელ განცხადებაზე გააკეთა - გახარიამ თქვა, რომ "დავით გარეჯის საკითხის ნებისმიერი სახით, ნებისმიერი მხარის მიერ პოლიტიზირება არის უაღრესად მაღალი რისკის შემცველი ჩვენი ქვეყნისთვის იმიტომ, რომ ეს სენსიტიური საკითხია". 

"გიორგი გახარია არის ქართული ოცნების ნაწილი, პოლიტიკური საბჭოს წევრი და ქათული ოცნების მიერ წარდგენილი და მხარდაჭერილი პრემიერმინისტრი. ძალიან კარგი მენეჯერი და ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი. ნუ გამოვიყვანთ ისე, რომ გიორგი ქართული ოცნებისგან გამიჯნულად რაღაც განცხადებებს აკეთებს, პირიქით. ჩვენი და მისი პათოსი ამ შემთხევაში აბსოლუტურად ემთხვევა ერთმანეთს, სწორედ იმიტომ, რომ პოლიტიზება ხდება ამ საქმის და პოლიტპატიმრის აბსოლუტურად არარეალური ტერმინის შემოღებით. სწორედ ამიტომ მოუწოდებს ისიც და ჩვენც საზოგადოებას და პოლიტიკოსებს, რაც არ უნდა მერკანტილური თუ სხვა სახის ინტერესები და დაცვის სტრატეგია ჰქონდეთ, დამაზიანებელია ქვეყნისთვის
. - თქვა მდინარაძემ

დღეს, პირველ თებერვალს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში ბრიფინგი გამართა და დავით გარეჯის საკითხზე ნაციონალური მოძრაობა "მავნებლური პროპაგანდის" წარმოებაში დაადანაშაულა.

28 იანვრიდან,  ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას გირაოთი გათავისუფლების შემდეგ ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირები ფეისბუქში კოორდინირებულად მოქმედებენ და კარტოგრაფების დისკრედიტაციას ცდილობენ. 

გარდა ამისა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კარტოგრაფების მიმართ გამოძიების დაწყების დროიდანვე მბრალმდებლის მხარეს გვევლინება. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი, ანდრია ჯაღმაიძე, ასევე სხვა მაღალიერარქები ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას მოღალატეებად აცხადებენ. 

დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა წლების განმავლობაში აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. ისინი საქართველოს ხელისუფლების მიერ 1995 წლიდან გაცხადებული ინტერესების შესაბამისად მოქმედებდნენ. 

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმებულია საზღვრის 446 კილომეტრიანი ზოლიდან 294 კილომეტრი, 152 კილომეტრი - შეუთანხმებელი. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის 16 ტაძრიდან 3 - ჩიჩხიტური, უდაბნო და ბერთუბანი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მას შემდეგ მოექცა, რაც 1922 წელს ბოლშევიკებმა აზერბაიჯანს ყარაის ველი დაუთმეს. 1994 წლიდან აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენაზე ორმხრივი კომისია მუშაობს. კომისიას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტრო ხელმძღვანელობს. 

2020 წლის 7 ოქტომბერს პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავა. გამოძიება ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".

close დახურვა